• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 23rd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 2.4%-ით განისაზღვრა

2020 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 2.4%-ით განისაზღვრა
37 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 4.9 პროცენტით განისაზღვრა, – ამის შესახებ საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 22.0 პროცენტიანი კლება, რაც -1.89 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე:

წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (-36.5 პროცენტი) და ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-30.2 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.1 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.69 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

ბოსტნეული და ბაღჩეული (6.5 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (4.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (3.8 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (3.5 პროცენტი), თევზეული (1.9 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.4 პროცენტით, რაც 0.26 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.1 პროცენტი).

ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი).

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding