• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Wednesday 27th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

2020 წლის პირველ 9 თვეში სატრანსპორტო დარგები წინა წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 62,2 მილიონით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა

2020 წლის პირველ 9 თვეში სატრანსპორტო დარგები წინა წლის პირველ 9 თვესთან შედარებით 62,2 მილიონით ნაკლებ მგზავრს მოემსახურა
52 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

პანდემია სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე უარყოფითად აისახა. ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში სატრანსპორტო დარგები 255.2 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 62,2 მლნ მგზავრით ნაკლებია.

ყველაზე მასშტაბური კლება საავტომობილო დარგში დაფიქსირდა. თუ 2019 წლის პირველ 9 თვეში სატრანსპორტო დარგი 310,9 მლნ მგზავრს მოემსახურა, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 253,6 მლნ მგზავრი შეადგინა.

სამოქალაქო ავიაცია იანვარ-სექტემბერში 0,8 მლნ მგზავრს მოემსახურა, მაშინ როცა 2019 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 4.1 მლნ მგზავრს შეადგენდა. კლებაა რკინიგზაზეც – 2020 წლის პირველ 9 თვეში საქართველოს რკინიგზით 0,9 მლნ მგზავრმა ისარგებლა, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 1,5 მლნ მგზავრით ნაკლებია.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding