• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ

ანაზღაურებადი შვებულების აღებას მამებიც შეძლებენ
157 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონრპექტის მიხედვით, რომელიც “შრომის კოდექსში” ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვისაცაა გათვალისწინებული. დღემდე მოქმედ “შრომის კოდექსში” მამის მიერ შვებულების აღების საკითხი ცალკე არ არის გამოყოფილი, რაც ინტერპრეტაციის საშუალებას იძლეოდა.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულება 126 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 143 კალენდარული დღის ოდენობით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობისშემდგომ პერიოდებზე.

კანონპროექტის მიხედვით, დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ბავშვის მოვლის გამო შვებულება 604 კალენდარული დღის ოდენობით, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 587 კალენდარული დღის ოდენობით. თუმცა აქედან, ანაზღაურებადია 57 კალენდარული დღე.

დოკუმენტში წერია, რომ შვილის მოვლის გამო შვებულება, პირველ პუნქტში მითითებული ორსულობის და მშობიარობის შვებულების გამოყენებული დღეების გამოკლებით, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გამოიყენოს ბავშვის დედამ ან მამამ.

ასეთ შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია, 2 კვირით ადრე გააფრთხილოს შესაბამისი დამსაქმებელი ბავშვის მოვლის გამო შვებულების აღების შესახებ.

კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ცქიტიშვილი და სოფიო კილაძე. რაც შეეხება კანონის ამოქმედების ვადებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სისწრაფით განიხილავს პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტს და რამდენად სწრაფად დაამტკიცებს.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding