• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 17th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა
176 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

აჭარა საზღვაო რეგიონების კავშირის და ასევე, შავი ზღვისა და ბალკანეთის კომისიის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

CPMR (Conference of Peripheral Maritime Regions) წარმოადგენს საზღვაო რეგიონების კავშირს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 150 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კავშირი აერთიანებს 200 მილიონამდე მოქალაქეს.

CPMR-ი ევროპული ინსტიტუტების პარტნიორია და რეგიონებს პროექტების შემუშავებასა და ევროკავშირის დაფინანსების მოპოვებაში ეხმარება.

ორგანიზაცია მხარს უჭერს რეგიონების როლის გაძლიერებას ევროპულ მმართველობაში. ორგანიზაციის წევრი რეგიონები საზღვაო საქმიანობის, სავაჭრო ურთიერთობის, ენერგეტიკის, ტურიზმისა და კლიმატის ცვლილებების სფეროებში თანამშრომლობენ.

„აჭარას უნიკალური სატრანსპორტო-გეოგრაფიული მდებარეობა, მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსები გააჩნია, მსგავსი ინიციატივები კი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შავი ზღვის რესურსების მაქსიმალურ ათვისებასა და დამატებითი ეკონომიკური სარგებლის მიღებას. ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო გააძლიერებს აჭარის მთავრობის მიერ დასახული ამოცანების მიღწევის შესაძლებლობებს“, – აღნიშნულია აჭარის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding