აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. აქედან ერთი არის იმპორტირებული შემთხვევა, 27 წლის კაცს აქვს ყაზახეთში მოგზაურობის ისტორია. მეორე კი შიდა გავრცელებაა, ინფეციური საავადმყოფოს სანიტარი პაციენტისგან დაავადდა.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ცნობილია მისი კონტაქტები და ისინი საკარანტინო სივრცეში იმყოფებიან.
ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
საერთო ჯამში, აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი მკურნალობს.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ 948-ს შეადგენს, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 825, გარდაცვლილი – 15.
კომენტარები