• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 19th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

„ბაზალეთის ტბაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია“ – სამხარეო ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს

„ბაზალეთის ტბაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია“ – სამხარეო ადმინისტრაცია მოქალაქეებს აფრთხილებს
51 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ბაზალეთის ტბის გაყინულ ნაწილზე მოქალაქეების გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დუშეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ბაზალეთის ტბის როგორც მიმდებარე ისე გაყინული წყლის ტერიტორიაზე ბოლო დღეებია სხვადასხვა მიზნით მოსახლეობის აქტიური გადაადგილება შეინიშნება. ტემპერატურის კლების გამო, რამდენიმე დღეა ტბა გაყინულია მასზე გადაადგილება კი საფრთხის შემცველია.

ადგილზე მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით მობილიზებული არიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც იქ მისულ მოქალაქეებს ტბაზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოქალაქეებს, დაემორჩილონ მოწოდებას და უსაფრთხოებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ ტბაზე გადაადგილებისაგან“, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding