• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ბოლო 10 თვეა, ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან – ლევან რატიანი

ბოლო 10 თვეა, ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია, ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან –  ლევან რატიანი
38 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების მეორე ეტაპი სამედიცინო პერსონალისთვის უფრო მძიმეა, ვიდრე პირველი იყო. ამის შესახებ რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში ისაუბრა.

„ყველას ჩემი პატივისცემა, მაგრამ ადამიანები, რომლებმაც ბოლო ათი თვეა არ ვიცით, რა არის პირადი ცხოვრება და ვათენებთ და ვაღამებთ პაციენტის საწოლთან, რომ გამოსავალი ვიპოვოთ და სიცოცხლე გადავარჩინოთ, ვერავისგან პრეტენზიას ვერ მივიღებთ.

მე პირადად ამ პრეტენზიას ვერ მივიღებ იმიტომ, რომ ჩემი პირადი ცხოვრება არ გამაჩნია. არავის არ უნდოდა პანდემიაში ცხოვრება. ვერც მე და ვერც ვერავის წარმოგვედგინა.

ბუმბერაზი ქვეყნები, როგორებიცაა იტალია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. სადაც სამედიცინო დაფინანსება იმაზე, მეტი აქვთ, ვიდრე სჭირდებოდათ, ჩვენ კი მწირი ბიუჯეტი გვაქვს, მაგრამ შედეგები, მგონი, ერთნაირი დავდეთ, ვერ გეტყვით ვის ხარჯზე იყო, მაგრამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალმა – დაწყებული სანიტრიდან დამთავრებული კლინიკის ხელმძღვანელებამდე, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ რაც შეიძლება ეფექტურად გვემუშავა და ამისთვის ერთმანეთს გვერდში ვედექით.

ჩვენ არც დღე ვიცით, არც ღამე. მარტივია ლაპარაკი, როდესაც საქმეში არ ხარ ჩართული. ექიმი მაშინ ხარ, როდესაც გამოცდილება და პრაქტიკა გაქვს. მიკვირს კიდეც ადამიანების, როდესაც საუბრობენ ახალ კორონავირუსზე, როდესაც კოვიდინფიცირებული პაციენტები არათუ ჰორიზონტალურად არ უნახავთ, არამედ ვერტიკალურადაც არ გაუსინჯავთ. ვფიქრობ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ, სახელმწიფოსთან ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ლეტალური შემთხვევა გვქონოდა. ვისურვებდი, რომ ყველა გავერთიანებულიყავით.

ძალიან რთულია ებრძოლო მტერს, რომელიც არ იცი, რომელი ვექტორიდან შემოგიტევს. ადამიანებმა, განსაკუთრებით მედპერსონალმა, სიცოცხლე გაწირეს, რომ სხვისი სიცოცხლეები გადაერჩინა. არავინ დახვედრია მომზადებული, მათ შორის აშშ. იმიტომ, რომ უცნობი ბიოლოგიური ომია უცნობ გარემოში.

რაც გადაგვარჩენს – თანადგომაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ვიღაცას ვექიშპები იმიტომ, რომ ამ ქიშპში ორივე ვაგებთ. ჯობია, ერთმანეთის გვერდით დგომით მოვიგოთ ეს ომი“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding