• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 17th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი საბერძნეთის მთავრობისგან ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების გახსნას მოითხოვს

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი საბერძნეთის მთავრობისგან ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების გახსნას მოითხოვს
42 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ელადის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდი საბერძნეთის მთავრობისგან ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების გახსნას მოითხოვს.

სინოდმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის განცხადებები განიხილა, რომელიც ნათლისღების დღესასწაულზე ტაძრების დახურვას ეხება. სინოდმა ერთხმად დაადგინა, რომ ტაძრების მუშაობასთან დაკავშირებით მთავრობის ახალ ზომებს არ ეთანხმება და მოითხოვს, შესრულდეს ის, რაც თავდაპირველად შეთანხმდა ხელისუფლებასთან.

2 იანვარს, საბერძნეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდვებს 11 იანვრამდე გაამკაცრებს, რათა სკოლები უსაფრთხოდ გაიხსნას. 3 იანვრიდან ტაძრები დახურულია მომლოცველებისთვის და შესაბამისად, ვერ მოხდება წყლის კურთხევა ნათლისღების დღესასწაულზე, რომელსაც საბერძნეთის ეკლესია 6 იანვარს აღნიშნავს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საბერძნეთში კორონავირუსის 140 099 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 4 957 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding