• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 23rd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ერთადერთი ოცნება მხოლოდ ის მქონდა, რომ დედა დაეძახა ჩემთვის…- თათია სულიაშვილის უმძიმესი ისტორია

ერთადერთი ოცნება მხოლოდ ის მქონდა, რომ დედა დაეძახა ჩემთვის…- თათია სულიაშვილის უმძიმესი ისტორია
71 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

იუმორისტი თათია სულიაშვილმა ლელა წურწუმიას გადაცემაში პირადი ცხოვრების შესახებ ილაპარაკა. როგორც გაირკვა თათიას ვაჟი, უსაყვარლესი დათა აუტისტური სპექტრის მქონე გახლდათ.

„ჩემი ერთადერთი ოცნება მხოლოდ ის იყო, რომ დედა დაეძახა ჩემთვის…“– ამბობს თათია.

“იყო დრო როცა ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს.

დათა ახლა არის 6 წლის, როდესაც იყო წლის და ხუთი თვის დაეწყო უძილობა. თავის ტკივილი, დილის 5 საათამდე ქუჩაში გვეძინა ერთად, პლედი გვქონდა მოხვეული.

მყავდა ნერვოპათოლოგთან, მაგრამ მითხრა, ხდება ასე, ხასიათის ბავშვიაო.

წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, მანამდე დედას მეძახდა, მცნობდა, ემოციები ჰქონდა, მაგრამ დაავიწყდა ყველაფერი.

არ მოსწონდა ფუნქციური სათამაშოები, პირველად ეს შეამჩნია დედამ. მითხრა: თათია რაღაც პრობლემა აქვს ამ ბავშვსო.

დედას თხოვნით და მეც უკვე ეჭვებდი რომ ვიყავი, მივიყვანე ფსიქიატრთან. ჩაუტარა ტესტი და როცა მივედი პასუხზე, შემომიტრიალა ექიმმა კომპიუტერი და ეწერა აუტისტური სპექტრი.

იმ წუთას გავიყინე, ცრემლები წამომივიდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.

მეორე დღიდან დავიწყე აქტიურობა, მე დათასთვის უნდა მეშველა.

ძალიან რთული გზა გავიარე. თერაპევტმა და ფსიქიატრმა რაც არ უნდა გააკეთოს, დედა თუ არ არის ჩართული, ისე შედეგი არ იქნება. დილით თერაპიაზე მიმყავდა დათა, დამყავდა სამსახურში, დაბადების დღეებზე, მაქსიმალურ თავისუფლებას ვაძლევდი.

დათას გამო დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა, საღამოობით დათასთან და ქეთოსთან ერთად მიმყავდა დაბადებუს დღეები, რაღა ბავშვი გახსნილიყო” – თქვა მსახიობმა.

თათია სულიაშვილმა გადაცემაში ისიც თქვა, რომ დათამ აუტიზმი დაამარცხა.

“ახლა ძალიან კარგად არის. ჩვენ ვიბრძოლეთ და მოვიგეთ!“

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding