არავინ იცის, საკმარისი იქნება ვაქცინის ერთხელ გაკეთება თუ მას მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი ექნება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს.
„ვაქცინის შექმნა დღევანდელი ტექნოლოგიების პირობებში სირთულეს არ წარმოადგენს, რთულია მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დადგენა.
100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, აქედან 10-მდე გადის დაჩქარებულ კლინიკურ კვლევებს. ზოგიერთ კვლევაში უკვე აღნიშნულია საკმაოდ კარგი იმუნოგენობა, ანუ იმუნიტეტის გამომუშავების თვისებები.
დაიწყო ამ ვაქცინების გამოყენება ადამიანებზეც, მაგრამ როგორც წამყვანი ლაბორატორიები და კომპანიები ამბობენ, მათი უსაფრთხოების გამოცდამდე ჯერ შორი გზაა.
არ არსებობს საერთო აზრი იმაზე, როგორი დამცველობის უნარი ექნება ამ ვაქცინებს – იქნება ეს როგორც წითელას ვაქცინა, როდესაც მას ერთხელ ვუკეთებთ ბავშვს და ის მთელი ცხოვრება დაცულია, თუ მას ექნება მხოლოდ სეზონური დამცველობითი უნარი, როგორიც აქვს მაგალითად გრიპის ვაქცინას“, – ამბობს გამყრელიძე.
კომენტარები