• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ევროკავშირში უმუშევრობის დონე რვა თვის მაქსიმუმზეა

ევროკავშირში უმუშევრობის დონე რვა თვის მაქსიმუმზეა
191 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ევროკავშირში უმუშევრობის დონე ბოლო 8 თვის მაქსიმუმზეა. ამის შესახებ Euronews-ი წერს.

მაისში უმუშევრობის დონე 6,7%-ით მეტი იყო, ვიდრე აპრილში. თუმცა აცხადებენ, რომ უარესი სცენარის თავიდან აცილება შეძლეს.

გამოცემის ცნობით, კორონავირუსის პანდემიამ მძიმე გავლენა მოახდინა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორზე. მათ შორის ევროზონაში ქალებში უმუშევრობის დონე 6,9%-დან 7,2%-მდე გაიზარდა. კაცებს შორის კი უმუშევრობის დონე არ შეცვლილა.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში ამ ფაქტს ასე ხსნიან: „რა სექტორებზეც პანდემიამ მოახდინა გავლენა, ძირითადად ქალები არიან დასაქმებულნი. ეს არის მომსახურების სფერო, ჯანდაცვა, სოცუზრუნველყოფა. არსებობს საფრთხე, რომ ევროზონაში დასაქმების კუთხით გენდერული ბალანსი დაირღვეს“, – აცხადებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში.

ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, 2020 წლის მესამე კვარტალში უმუშევრობამ ევროზონაში შესაძლოა 10%-ს გადააჭარბოს, რადგან ევროპული კომპანიების უმეტესობამ მუშახელის შემცირების შესახებ განაცხადა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding