• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

“ეზო, გართობა და ბავშვური ცხოვრება, გამოვტოვე. ის გამოტოვებული ბავშვობა თან მომყვება” – ნიკოლოზ რაჭველი თავის ცხოვრებაზე

“ეზო, გართობა და ბავშვური ცხოვრება, გამოვტოვე. ის გამოტოვებული ბავშვობა თან მომყვება” – ნიკოლოზ რაჭველი თავის ცხოვრებაზე
48 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

მაესტრო ახლა ანიტა რაჭველიშვილისთვის ახალ ნაწარმოებზე მუშაობს და როგორც ამბობს, ამ პროექტით ევროპის თეატრები უკვე დაინტერესებულნი არიან. ლა სკალას წარმატების შემდეგ, ეს იქნება მათი მეორე ტანდემი.

“ტვ პირველისთვის” გადაღებულ ჩანახატში, ნიკოლოზ რაჭველი თავის თავზე გვიყვება.

ნიკოლოზ რაჭველი: – რა იყო ეზო, რა იყო გართობა, ბავშვური ცხოვრება, არ ვიცი, რადგან მე გამოვტოვე. თითქოს ის გამოტოვებული ბავშვური ცხოვრება დამრჩა და ჩემთან ერთად მოდის, მომყვება.

მახსოვს, დედა ყველაზე ხშირად ეთერ ჭელიძის “თბილისოს” უკრავდა. შვილები დედების აუხდენელ ოცნებას მიჰყვებიან. დედას ოცნება მუსიკოსობა იყო. მაგრამ გეოლოგიას გაჰყვა. მუსიკოსის საკუთარ თავში აღმოჩენა დედის ბრალია.

დედის და მამის ამქვეყნიდან წასვლის შემდეგ აბსოლუტურად მარტო დავრჩი. დეიდაშვილები, ბიძაშვილები შიგადაშიგ ვეხმიანებით ერთმანეთს და ვიკრიბებით. მე, ხშირ შემთხვევაში, ამ ოჯახურ შეკრებებზე არ ვარ. ან გასტროლს ემთხვევა, ან სხვა მნიშნელოვან პერიოდს.

ჩემი სამზარეულო ის ადგილია, სადაც ორკესტრსაც კი ვატევ, 89 ადამიან. აქ დაბადებული ბოლო იდეა ლიზა ბათიაშვილთან ერთად განხორციელებულ ალბომად იქცა. იმისთვის, რომ 2021 წელს, ჩვენი ნამუშევარი გრემის დაჯილდოების ცერემონიალზე წარდგენილ იქნეს, სპეციალური გამოშვება უნდა გამოვიდეს და შემდეგ ის ნომინირებული იქნება სხვადასხვა ჯილდოებზე.

როცა ვმუშაობ, ბევრი მზე და არანაირი მუსიკალური ფონი არ მჭირდება. ყველაზე მეტად კონცეტრირებაში სახლის და დისკების კოლექციის დალაგება მეხმარება.

თუ ვგრძნობ, რომ რაღაც ჟღერადობა და ნაწარმოები უნდა მოვიფიქრო, ამ დისკებს იატაკზე გადმოვყრი და მოვფენ. შემდეგ ალფავიტის მიხედვით ვაწყობ და როდესაც ბოლო ასობგერაზე დაწყებული კომპოზიტორის დისკს ჩავდებ, დაღლილს უკვე მაქვს მუსიკის მთლიანი რეცეპტი.

მგონია, რომ საუბრის მანერაში მაქვს გია ყანჩელის გავლენა. ასევე მგონია, რომ გარკვეული მოვლენების აღქმაში ფილტრი მისგან წამოვიღე.

ახლა ანიტა რაჭველიშვილისთვის “ანტიმედიას” ვწერ. ანიტა მთავარი მოქმედი გმირია და ამ პროექტით რამდენიმე ევროპული თეატრი უკვე დაინტერესებულია.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding