Facebook-ი გეგმავს, ლეგალურად აქციოს შეტყობინებების გაცვლის პროგრამა WhatsApp-ის მომხმარებელების მონაცემების და გამოყენება და გაყიდვა, – ამის შესახებ Anadolu წერს.
გასულ კვირას, WhatsApp-ის მომხმარებელთა დიდმა ნაწილმა უკვე მიიღო შეტყობინება, დათანხმებოდნენ კონფიდენციალობის ახალ წესებს, Facebook-ისთვის პირადი მონაცემების გაზიარების შესახებ. პროგრამა მომხმარებლებს არჩევანს არ სთავაზობდა და ვერ შეძლებდნენ აპლიკაციით სარგებლობას, თუ აღნიშნულ პირობას არ დათანხმდებობდნენ.
WhatsApp-ის ახალი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, სრულად, შემდეგ თვეში ამოქმდდება და ყველა მომხმარებელზე გავრცელდება. კომპანიის ახალ წესებში აღწერილია, თუ როგორ გააზიარებს WhatsApp-ი ტელეფონის ნომერს, პროფილის სახელს, მისამართსა და სხვადასხვა მონაცემს Facebook-თან.
Facebook-მა WhatsApp-ი 2014 წლის 19 თებერვალს, 19 მილიარდ ამერიკულ დოლარად შეიძინა.
დღევანდელ მსოფლიოში, მონაცემები ერთ-ერთი ყველაზე ღირებული აქტივია.
კომენტარები