Facebook-მა ისრაელში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ გავრცელებული ყალბი ცნობები წაშალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით Reuters-ი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, საუბარია 4 ჯგუფზე, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის საწინააღმდეგოდ ტექსტს, ფოტოებს და ვიდეოებს ავრცელებდა.
ყალბი ამბები მოიცავდა „არგუმენტებს“ სხეულში სათვალთვალო მოწყობილობის ე.წ ჩიპის ჩამონტაჟების შესახებ, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის მოწამლვას ან მათზე ექსპერიმენტის ჩატარებას.
Facebook-ის სპიკერმა დაადასტურა, რომ ებრაულ ენაზე მომუშავე ოთხი ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელიც ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებდა. ~
ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ქვეყანას საკმარისი დოზით აქვს ვაქცინები, რომ მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ნაწილი – 20% დაიცვას და ამის შემდეგ კორონავირუსის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოხსნას.
კომენტარები