გაკოტრებული ევროპული ავიაკომპანიის სახელი 10 ათასი ევროდ იყიდება. საუბარია სლოვენიის ეროვნულ ავიაკომპანია Adria Airways-ზე, რომელსაც 60 წლიანი ისტორია აქვს.
როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, ავიაკომპანიის გაკოტრების ადმინისტრატორი მსურველებისგან განაცხადების მიღებას და შესაბამისად, მათ აუქციონში მონაწილეობას ელოდება. გარდა სახელისა, ნაკრები მოიცავს სამ განსხვავებულ ლოგოს და რამდენიმე დომენს, რომელსაც ავიაკომპანია იყენებდა.
“ეს Adria Airways-ის ბრენდის გაყიდვის მესამე მცდელობაა, თავად ავიაკომპანიამ კი ფუნქციონირება 2019 წლის სექტემბერში შეწყვიტა. პირველ აუქციონზე ლოტის საწყისი ღირებულება 100 ათას ევროს შეადგენდა”, – წერს “ავიანიუსი”.
კომენტარები