• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

გიორგი შერმადინი ესპანეთში წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს

გიორგი შერმადინი ესპანეთში წლის საუკეთესო კალათბურთელად აღიარეს
47 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა ვებგვერდმა 2020 წელი სტატისტიკურად შეაჯამა და საერთო სარგებლიანობის მხრივ საუკეთესოდ გიორგი შერმადინი აღიარა. ACB.COM-მა ქართველ ცენტრს „წლის მეფე“ უწოდა.

„გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, წუთებში, მოგებებსა და დაფარებებში”.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ცნობით, ეროვნული ნაკრების ცენტრის ჯამური სარგებლიანობოს კოეფიციენტი 592 იყო, მის უკან კი ხსენებული ტავარესი (579), მიროტიჩი (547), ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433) აღმოჩნდნენ. საინტერესოა, რომ შერმადინი ამ კომპონენტში 2017 წელსაც საუკეთესო იყო 710 ქულით, 2018-ში კი პირველობა თორნიკე შენგელიას (791) ერგო, რომელიც ამჟამად ბასკონიას წევრი იყო, ამჟამად კი, მოსკოვის ცსკა-ს ღირსებას იცავს.

31 წლის შერმადინი „იბეროსტარ ტენერიფეს“ ღირსებას უკვე მე-2 სეზონია იცავს და გუნდის ლიდერია. მიმდინარე სეზონში მას ესპანეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, საშუალო მაჩვენებლები კი ასეთი აქვს: 24:39 წუთი, 16.4 ქულა, 6.0 მოხსნა, 2.2 პასი. გიორგის საშუალო სარგებლიანობის კოეფიციენტი 22.7-ს უტოლდება და ეს, მთელს ლიგა ენდესაში საუკეთესო მაჩვენებელია. ტენერიფელებს 17-დან 14 მატჩი აქვთ მოგებული და ბარსელონასთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მომდევნო მატჩს კი 10 იანვარს, სტუმრად, აუტსაიდერ გიპუზკოა ბასკეტთან ჩაატარებენ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding