ინდონეზიაში, კომპანია Sriwijaya Air-ის კუთვნილი თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამოძიება გრძელდება. Reuters-ის ინფორმაციით, ნაპოვნია ადამიანების სხეულების ნაწილები და თვითმფრინავის ნამსხვრევები, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ მომხდარ ავიაკატასტროფას უკავშირდება.
საგამოძიებო მოქმედებები ქვეყნის დედაქალაქის, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში მიმდინარეობს.
თვითმფრინავი ჯაკარტიდან ქალაქ პანტიანაკში ასრულებდა რეისს. ჯაკარტის აეროპორტიდან ავიალაინერი წვიმის გამო ნახევარსაათიანი დაგვიანებით, ადგილობრივი დროით 14:30 საათზე გაფრინდა და მალევე რადარებიდან გაუჩინარდა.
ბორტზე 62 ადამიანი იმყოფებოდა. ინდონეზიის ტრანსპორტის მინისტრის, ბუდი კარიას განცხადებით, ბორტზე მყოფი პირებიდან ეკიპაჟის 12 წევრი იყო.
ინდონეზიის ტრანსპორტის უსაფრთხოების კომიტეტში აცხადებენ, რომ ბორტზე მყოფი ყველა პირი ინდონეზიის მოქალაქე იყო.
კომენტარები