ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ Twitter-ში გამოეხმაურა.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობას ვუხდი ძალიან კარგი სატელეფონო საუბრისთვის. გულწრფელად ვაფასებ თქვენს ერთგულებას საყოველთაო ჯანდაცვის იდეისადმი და ახალი კორონავირუსის ვაქცინის თანაბარი განაწილების მიზნით გაწეულ შრომას. ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ამ პანდემიის დასასრულებლად“, – აცხადებს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს შორის გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა.
კომენტარები