თბილისის მერი კახა კალაძე ტელეწამყვან და მსახიობ ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვამს.
„გარდაიცვალა ჯულიეტა ვაშაყმაძე – ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანი და მსახიობი. მან დიდი როლი ითამაშა ქართული ტელევიზიის ისტორიაში. ის იყო გამორჩეული სახე როგორც სატელევიზიო ეკრანზე, ისე კინოში. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის და ახლობლების ტკივილს“, – წერს კახა კალაძე.
ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები