• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ლოცვამ სასწაული მოახდინა – ავარიაში დაშავებული 15 წლის ბიჭის დედა

ლოცვამ სასწაული მოახდინა – ავარიაში დაშავებული 15 წლის ბიჭის დედა
75 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

წნორში მომხდარი საზარელი ავარიის დროს, მძიმედ დაშავებულ 15 წლის ახალგაზრდას დახმარება სჭირდება. ამის შესახებ ოჯახის ახლობელი აცხადებს.

“ჩემო მეგობრებო არასდროს მქონია მსგავსი პოსტი და არ შემიწუხებიხართ, ვიცი რომ ყველას უჭირს ამ პანდემიის ფონზე. ყველამ იცით ასე თუ ისე ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ, რომელსაც ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე კი ჩემი ოჯახის წევრი 15 წლის შაკო სიცოცხლისთვის იბრძვის.

შაკო მოთავსებულია იაშვილის კლინიკაში უგონო მდგომარეობაში და ყველამ იცით რა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. ოჯახს არანაირი საშუალება არ გააჩნია ამ ეტაპზე ფინანსური, ამიტომ ყველას უმორჩილესად გთხოვთ რისი საშუალებაც გექნებათ ( თუნდაც ერთი ლარი ) დავეხმაროთ შაკოს სიცოცხლის შენარჩუნებაში.

ძალიან გთხოვთ და გემუდარებით დაგვიდექით გვერდით ამ რთულ სიტუაციაში ანგარიშის ნომერი:

კრედო ბანკი #GE37CD0360000005283388. მიმღები: ანა მიკირტიჩიანი – დედა.” – აცხადებს ახლობელი.

დაშავებულის დედა, ანა მიკირტიჩიანი სოციალურ ქსელში წერს:

“ხალხო, ჩემი დიდი სიხარული უნდა გაგიზიაროთ ყველას, დღეს ჩემმა შაკუნამ დედის ხმა და ჩაძახილი გაიგო, თვალები გაახილა. იმედი, რომელსაც თქვენ მაძლევდით, ამიხდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. თქვენმა ერთიანმა ლოცვამ სასწაული მოახდინა და სიხარულის წუთები ვიგრძენი, უფალს მადლობა…” – წერს დედა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding