2021 წელიც დადგა. ამაღლებული განწყობის შესაქმნელად, ტრადიციულად გთავაზობთ კურიოზებს, რომელსაც ღიმილის გარეშე გვერდს ვერ აუვლით.
რამდენიმე საათის წინ ჩვენს კოლეგას, ერთ-ერთ ჟურნალისტს ქუთაისში საკურიერო მომსახურება დასჭირდა. მარიამი თავად გვიყვება მასსა და საკურიერო მომსახურების თანამშრომლის დიალოგს:
„ქუთაიში ბებოს ნათესავისთვის უნდოდა რამე გაეგზავნა და მაღაზიაში კიდევ რაღაცის შეცვლა მინდოდა. კურიერს დავურეკე, მითხრა, თუ საჩუქრად მიგაქვს დაიკო, სასაჩუქრე პარკიც კაი იქნებაო. მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ მიიტან შეკვეთას, მაინც გამაგებინე- თქო, შემდეგ ეს მომწერა – “მიტანილია დაიკო, მრავალ შობა-ახალ წელს. გმადლობ“.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისლების იუმორი ძალიან პოპულარულია სოციალურ ქსელებში. facebook-ზე ხშირად შეგხვდებათ პატრულების გამონათქვამები, რომელიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ:
- “მერსედესი, ვის იცნობ კი მარა ამნაირს, პროწივზე რო მოდიხარ“.
- “ოპელი რანაირად მოძრაობ, არ მცალია ეხლა თორემ კაი ჯარიმას გამოგიწერდი”
- “დისტრიბუციის მანქანა იდგა ძაან უშნოდ და პატრულმა სრულიად აუღელვებლად მიაძახა “ბორჯომი გაიყვანე, გაუვიდა გაზი”
- “დგას ოპელი შუქნიშანთან, ორჯერ მოასწრო უკვე მწვანემ ანთება, ეს ისევ დგას, გაბრაზდა პატრული – რაია ოპელი, შენი მოსაწონი ფერი ვერ ეინთო აქანე?”
კომენტარები