• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 17th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

მოჰამედ სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ყველას უფასოდ ჩაუსხა

მოჰამედ სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ყველას უფასოდ ჩაუსხა
161 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

„ლივერპულის“ ვარსკვლავმა მოჰამედ სალაჰმა ავტოგასამართ სადგურზე, მანქანებში ბენზინი ყველას უფასოდ ჩაუსხა, – ამის შესახებ ინფორმაციას Givemesport ავრცელებს.

ეგვიპტელი ფეხბურთელი მანქანაში ბენზინის ჩასასხმელად სენსბერიში ერთ-ერთ გასამართ სადგურზე გაჩერდა, მან იქვე გაჩერებულ მგზავრებს მიმართა და უთხრა, რომ შეეძლოთ ბენზინი თამამად ჩაესხათ, რადგანაც თანხას ყველას მაგივრად ის გადაიხდიდა.

სალაჰს კლუბის ფორმა ეცვა და რეზინის ხელთათმანები ეკეთა.

„ლივერპულის“ ვარსკვლავმა მსგავსი საქციელით გულშემატკივარს თავი არაერთხელ დაამახსოვრა.

სალაჰი ეგვიპტეში ეროვნული გმირია. ის მრავალ პროექტს აფინანსებს მის მშობლიურ ქალაქ ნაგრიგში, სადაც მოსახლეობის 65% სიღარიბეში ცხოვრობს, ასევე სკოლისა და საავადმყოფოს მშენებლობას აფინანსებს.

სალაჰი ლივერპულის ღირსებას 2017 წლიდან იცავს და 144 მატჩში 91 გოლი გაიტანა.

ის პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ 2-ჯერ აღიარეს, წელს კი , ჩემპიონატის მოგებასთანაც ძალიან ახლოსაა.

მერსისაიდელებს 29 ტურის თავზე 82 ქულა აქვთ და მე-2 ადგილზე მყოფ მანჩესტერ სიტის 25 ქულით უსწრებენ, ამდენად, ტიტული ფაქტობრივად განაღდებული აქვთ.

„ლივერპული“ პანდემიის გამო შეწყვეტილ სეზონს 21 ივნისს განაახლებს, როდესაც „ევერტონს“ ესტუმრება.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding