• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 18th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ნახეთ, რატომ მიუსაჯეს ამერიკაში მოძალადეს 897 წლით პატიმრობა

ნახეთ, რატომ მიუსაჯეს ამერიკაში მოძალადეს 897 წლით პატიმრობა
57 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

კაცი, რომელიც 15 წელზე მეტი ჩრდ. კალიფორნიას ატერორებდა, დარჩენილ სიცოცხლეს გისოსებს მიღმა გაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ბრალდებულს 897 წელი პარასკევს მიუსაჯეს. მას გატაცება, გაუპატიურება, ძალადობა და ძარცვა ედება ბრალად.

გასულ თვეში, საკრამენტოს (კალიფორნიის დედაქალაქი) ნაფიცმა მსაჯულებმა, 1991 წლიდან 2006 წლამდე ჩადენილი დანაშაულებების სერიები დაითვალეს. აღმოჩნდა, რომ დამნაშავე როი ჩარლზ ვოლერი წლების განმავლობაში 9 ქალზე ძალადობდა.

საკრამენტოს პოლიციის განყოფილების გამომძიებლის – ელვის ბერის თქმით, ვოლერი მსხვერპლთა სახლში ჯერ იჭრებოდა, შემდეგ მათ თვალებს უხვევდა და სექსუალურად ძალადობდა.

სერიული მოძალადე, ქალებს როგორც წესი ღამე ესხმოდა თავს. იყო შემთხვევებიც, როცა მათ იტაცებდა, ბანკომატის აპარატთან მიჰყავდა და ძარცვავდა კიდეც.

2006 წლიდან, სამართალდამცველებმა ექვს საქმეს შორის კავშირი იპოვეს, რომელსაც ისინი ერთ ეჭვმიტანილთან მიჰყავდათ. იმის გამო, რომ ვოლერის დნმ-ის ნიმუში შტატის მონაცემთა ბაზაში არ იყო, გამომძიებლებმა თავდაპირველად, არ იცოდნენ, თუ ვინ იყო თავდამსხმელი. 2018 წლის სექტემბერში, ჩარლზმა კიდევ ერთხელ იძალადა ერთ-ერთ ქალზე, რომელიც გამომძიებლებმა ბიოლოგიური სამხილი აღმოსაჩენად გამოიყენეს.

„მნიშვნელობა არ ჰქონდა რას ვიზამადი. დნმ-ის საქმე იყო. ჩვენ ვერ შევცვლიდით ფაქტს, რომ თითქმის ყველა დანაშაულის ადგილზე, მისი დნმ იყო აღმოჩენილი“ – განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა – ჯო ფარინამ.

მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ ფარინა ჩარლზს დამნაშავედ არ მიიჩნევს. მან სასამართლოს გარეთ განაცხადა, რომ ჩარლზი უდანაშაულოა და იგი გაასაჩივრებდა მიღებულ გადაწყვეტილებას.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding