• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 26th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

ნიკა არაბიძე და კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ს ტოვებს – რა გეგმები აქვთ მათ?

ნიკა არაბიძე და კომედი ჯგუფის ნაწილი რუსთავი 2-ს ტოვებს – რა გეგმები აქვთ მათ?
81 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

“პრაიმამბებისთვის” ცნობილი გახდა, რომ ალეკო მალხაზიშვილმა და მისი გუნდის არასრულმა შემადგენლობამ “რუსთავი 2” დატოვა და სამუშაოდ “ფორმულაზე” გადავიდნენ.
“კომედი ჯგუფი” “რუსთავი 2”-ზე “ნიკა არაბიძის შოუს”, “ფარულ კონვერტს”, “ანეკდოტების შოუს”, “გააცინე და მოიგეს” და “კომედი შოუს” აკეთებდა.
არხიდან წასული ნიკა არაბიძე და ალეკო მალხაზიშვილი “რუსთავი 2”-ს თანამშრომლობისთვის მადლობას უხდიან და ამბობენ, რომ ახალი მენეჯმენტის მხრიდან მათ თავისუფლებაში არანაირი ჩარევა არ ყოფილა.
“პრაიმამბები” “კომედი გრუპის ხელმძღვანელს” ალეკო მალხაზიშვილს დაუკავშირდა.
– ალეკო, რატომ დატოვეთ “რუსთავი 2”?
– საინტერესო შემოთავაზება მივიღეთ, გავხადოთ “ფორმულა” წარმატებული არხი. ეს ჩვენი გუნდითვის დიდი მოტივაციაა კრეატიული წინსვლისა და განვითარებისთვის. ამიტომაც დავთანხმდით. “რუსთავი 2”-ზე კარგის მეტი არაფერი მეთქმის.
“ფორმულაზე” “კომედი ჯგუფის” ოთხი გადაცემით გადავედი, ია ფარულავას “ფარული კონვერტი” დარჩა “რუსთავი 2”-ზე და მის ნაცვლად სხვა გადაცემას გავაკეთებთ. ალბათ მარტიდან ან მარტის შუა რიცხვებიდან უკვე ეთერში გავალთ.

ნიკა არაბიძე (იუმორისტი, ტელეწამყვანი): “ფორმულაზე” გადავდივართ მთელი გუნდი და მათ შორის “ნიკა არაბიძის შოუც”, ახლა ვწერ სეზონის ბოლო გადაცემას “რუსთავი 2”-თვის. არანაირი დაპირისპირების და ფინანსურად უფრო მომგებიანი შემოთავაზების გამო, არ მივდივართ “ფორმულაზე”, უბრალოდ ახლა ასე გადავწყვიტეთ.
– რაიმე შეზღუდვა ხომ არ გქონიათ “რუსთავი 2”-ზე?
– “რუსთავი 2”-თვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის. სრული თავისუფლება მქონდა მუშაობისთვის. რაც შეიცვალა არხის მფლობელი, ჩვენს არცერთ გადაცემაზე ცენზურა არ ყოფილა, რაც ეთერში ჩანდა კიდეც. ხელისუფლებაზეც ვხუმრობდით, ოპოზიციაზეც და ორივე მხრიდან გვყავდა სტუმრები.

წყარო

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding