• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 25th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

პაატა იმნაძე: კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობამ შემსუბუქების შემდეგ სიფრთხილე შეინარჩუნოს

პაატა იმნაძე: კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკა დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობამ შემსუბუქების შემდეგ სიფრთხილე შეინარჩუნოს
58 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

აატა იმნაძემ განმარტა, რას ფიქრობს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, კორონავირუსის დღევანდელი სტატისტიკური მაჩვენებელი დამაიმედებელია, თუმცა მნიშვნელოვანია მოსახლეობამ შემსუბუქების შემდეგ სიფრთხილე შეინარჩუნოს.

„ერთი საიმედო და კარგი ნიშანი ის არის, რომ პირველად ამ ბოლო თვეების განმავლობაში 8%-ზე ჩამოვიდა (დადებითობის მაჩვენებელი). ანუ 19 ათასზე მეტი ტესტი გაკეთდა, იქიდან რაც იყო დადებითი არის დაახლოებით 8%. ეს პირველად მოხდა, რომ ჩვენ ჩამოვედით 10%-ზე დაბლა, ეს არის საიმედო მაჩვენებელი. მაგრამ, თავისთავად, 1 600 როდესაც არის ავადობა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ 100-200 შემთხვევიდან 2 თვეში ავედით 5 ათასამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ და უნდა ვიყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ 1-ლი თებერვლიდან, როცა გაიხსნება ბიზნესები და ბევრი გაიხსნება, ეს არ მოგვიტანს იმას, რომ ცოტა ხანში დავუბრუნდეთ დღეში 5-ათასიან მაჩვენებელს“, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding