• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

პოლონეთში 18 მაისს რესტორნები, სილამაზის სალონები გაიხსნება

პოლონეთში 18 მაისს რესტორნები, სილამაზის სალონები გაიხსნება
189 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

18 მაისიდან პოლონეთში ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული ზომები შემსუბუქდება და რესტორნები, სილამაზის სალონები გაიხსნება.

ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მატეუშ მორავიეცკიმ 13 მაისს განაცხადა.

პოლონეთის ჯანმრთელობის მინისტრის, ლუკაშ შუმოვსკის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებული პირი, საშუალოდ, 1-ზე ნაკლებ ადამიანს აავადებს.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანაში, გარკვეულწილად, ეპიდემია შეაკავეს, ამიტომ ეკონომიკის ეტაპობრივად გახსნა შეუძლიათ.

მისივე თქმით, ქვეყანაში სკოლები ნაწილობრივ გაიხსნება.

პოლონეთში შეზღუდვების შემსუბუქება აპრილში დაიწყო – ქვეყანაში საბავშვო ბაღები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები უკვე გახსნილია.

კორონავირუსის გამო, პოლონეთში 10 მაისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები გადაიდო. მორავიეცკი იმედოვნებს, რომ არჩევნები ივნისში გაიმართება.

ბოლო მონაცემებით პოლონეთში ახალი კორონავირუსი სულ 17 062 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 847, გამოჯანმრთელდა 6 410.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding