• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Sunday 17th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

რა არის მიწის სისტემური რეგისტრაცია და როდის დასრულდება ეს პროცესი

რა არის მიწის სისტემური რეგისტრაცია და როდის დასრულდება ეს პროცესი
181 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

რა არის მიწის სისტემური რეგისტრაცია და როდის დასრულდება ეს პროცესი. ამ თემასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „რა დროს ძილია“-ში განაცხადა.

წულუკიანის განმარტებით, მიწის რეგისტრაცია ორნაირი არსებობს, „ერთია სპორადული რეგისტრაცია, როდესაც მიდიხართ თქვენი საბუთებით და თუ ყველაფერი წესრიგშია სახელმწიფო გირეგისტრირებთ მიწას, ხოლო მეორე არის სისტემური რეგისტრაცია“. მისი განმარტებით, სისტემური რეგისტრაციის დროს მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ხდება იმის აღწერა, ვის რა მიწა ეკუთვნის.

„სისტემური რეგისტრაციაა, როდესაც სახელმწიფო არ გელოდებათ, როდის მოხვალთ თქვენ, არამედ საჯარო რეესტრი თვითონ მოდის თქვენ სოფელში, თქვენ მუნიციპალიტეტში და რეალურად მოსახლეობასთან ერთად ხდება მიწის განაწილება, ვის, რა ეკუთვნის იმის აღწერა, აზომვა, დოკუმენტირება, დასაბუთება და შემდეგ რეგისტრაცია.

სისტემური მიდგომა მიწის რეგისტრაციისას გაცილებით უფრო ძვირადღირებული სიამოვნებაა, გასაგებია რატომაც და ამიტომაც ჩვენ ის ეტაპობრივად დავიწყეთ, რადგან სახელმწიფოს ამდენი რესურსი არ ჰქონდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანი განმარტავს, რომ სისტემური რეგისტრაცია ამბროლაურის, ლენტეხისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებიდან დაიწყება და ეს პროცესი სავარაუდოდ 2024 წელს დასრულდება.

„ეს პროცესი ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, ხოლო გაისად უკვე სამწლიანი პერიოდი დაიწყება, როდესაც სრულიად საქართველოს მოვიცავთ და 2024 წელს ჩვენი გეოგრაფიული და მიწის რუკა იქნება სრულად დაფარული კადასტრით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding