• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

რატომ მოვიდა ეს განსაცდელი… ეს ის თემაა, რომელსაც სჭირდება მოთმინება და „დრო“, რომელიც უპასუხოდ არაფერს ტოვებს – გურამ ჭარელაშვილი

რატომ მოვიდა ეს განსაცდელი… ეს ის თემაა, რომელსაც სჭირდება მოთმინება და „დრო“, რომელიც უპასუხოდ არაფერს ტოვებს – გურამ ჭარელაშვილი
48 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი ქრისტიანებს ნიკოლოზობის დღესასწაულს ულოცავს და აღნიშნავს, რომ შესთხოვს წმინდა ნიკოლოზს, კაცს, რომელსაც საოცარი უნარი ჰქონდა გაცემისა, სხვაზე ზრუნვისა, სხვისი გახარებისა (თუმცა მისი დღესასწაული, სამწუხაროდ, უფრო სხვისგან მიღების დღესასწაულად იქცა…), მოგვმადლოს ეს ნიჭი, რომ ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რას გვაჩუქებენ, არამედ მე რა ვაჩუქოთ.

„…ნამდვილად არ ვიცი, რატომ მოვიდა ეს ტკივილი და ეს განსაცდელი, არც იმ კატეგორიას მივეკუთნები, უეცრად რომ გამოაქვთ დასკვნები – ის იმიტომ დაისაჯა… ჩვენზე განსაცდელი ამიტომ მოიწია… (ეს ის თემაა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება მოთმინება, თანაგრძნობა, დუმილი, მიყურადება და, რაც მთავარია, – „დრო“, რომელიც უპასუხოდ არაფერს ტოვებს)…

მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ განსაცდელს (დღევანდელ სნეულებას ვგულისხმობ) შეეძლო ჩვენი გაერთიანება; დიახ, დიდ განსაცდელს შესწევს ძალა, რომ ერთი ტკივილის, ერთი განცდის, ერთი ფიქრის ქვეშ გააერთიანოს ადამიანები, საზოგადოება: მშობელი – შვილთან, ნათესავი – ნათესავთან, მეგობარი – მეგობართან, გამვლელი – გამვლელთან, რაც ნიშნავს, რომ ყოველი მათგანი უპირველეს ადგილზე აყენებს ადამიანს და შემდეგ – ყველაფერ დანარჩენ, მაგრამ არა!.. როგორც ყველა სხვა შანსი, დიდი ალბათობით, სამწუხაროდ, ეს გაერთიანების შანსიც კიდევ ერთხელ გაშვებულია, რადგან მიუხედავად რთული რეალობისა არ წყდება ერთმანეთის ლანძღვა გინება, დაუნდობლობა, ,,ჩასაფრება” … რა გაეწყობა, ალბათ, წინ ჯერ უდაბნოში ხეტიალის ათეული წელია…

ამიტომ ვთხოვდი წმინდა ნიკოლოზს, კაცს, რომელსაც საოცარი უნარი ჰქონდა გაცემისა, სხვაზე ზრუნვისა, სხვისი გახარებისა (თუმცა მისი დღესასწაული, სამწუხაროდ, უფრო სხვისგან მიღების დღესასწაულად იქცა…), მოგვმადლოს ეს ნიჭი, რომ ვიფიქროთ არა იმაზე, თუ რას გვაჩუქებენ, არამედ მე რა ვაჩუქო; ვიფიქრო არა იმაზე, რით გამახარებენ, არამედ მე შევძლო სხვისი გახარება; იმის ნაცვლად, რომ გამოვიყენო, თავად გამოვადგე სხვას; შევძლო, დავუთმო თუნდაც ადგილი გრძელ რიგში, სიტყვა, ტრაპეზი, გზა შუქნიშანთან, ან პირველობა, რაც ყველაზე რთულია…

ამ მადლიან ღამეს, მინდა, ვთხოვო, უფლის შეწევნით მოახდინოს სასწაული და, პირველ რიგში, განკურნოს ყველა ის სნეული, რომლებიც სარეცელს მიაჯაჭვა ამ ვერგმა სენმა და სუნთქვა გაუძნელა; ფეხზე დააყენოს და მალე გამოაჯანმრთელოს ისინი…

და იქნებ კიდევ არის შანსი ყველაფერში და ყველანაირად დაყოფილი, დაპირისპირებული და ერთმანეთზე გადაკიდებული არ ვიყოთ და მნიშვნელოვანმა საკითხებმა გაგვაერთიანოს, თუნდაც – ამ საერთო განსაცდელმა და ერთმანეთის ტკივილის სოლიდარობამ მაინც…

გილოცავთ ნიკოლოზობას!“,- წერს დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding