• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 19th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურიაში – ანზორ ერქომაიშვილის მოგონება

როგორ ხვდებოდნენ კალანდას გურიაში – ანზორ ერქომაიშვილის მოგონება
38 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

გურიაში კალანდა თენდება. ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრი ანზორ ერქომაიშვილის პოდკასტს აქვეყნებს, სადაც ლოტბარი იხსენებს, როგორ აღნიშნავდნენ კალანდას მის ოჯახში.

„ჩვენი ოჯახი, ტრადიციული მგალობელთა ოჯახი იყო, ამიტომ ბაბუაჩემი, ყოველთვის საეკლესიო დღესასწაულებს ძველი ტრადიციის მიხედვით ატარებდა.

განსაკუთრებით ჩვენთან პოპულარული იყო ქრისტეშობა, კალანდა (ძველით ახალი წელი) და აღდგომა. ამიტომ ბაბუა ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი დღესასწაული დაემსგავსებინა ძველ ტრადიციებს.

კალანდობა იყო ყველაზე დიდი დღესასწაული. ამისთვის ადრე ემზადებოდნენ, იმარაგებდნენ ხორაგს იმისთვის, რომ სადღესასწაულო სუფრა გაეშალათ. გამთენიას ოჯახის წევრი გადიოდა მარანში, გაიტანდა გობს, რაზეც დაალაგებდა საჭმელს, გობზე აუცილებლად ვერცხლის ფული უნდა ყოფილიყო, ოჯახის უფროსი ღვინოს ჩამოასხამდა, მერე კარზე სამჯერ დააკაკუნებდა და ოჯახის უფროსი დიასახლისი უპასუხებდა“, – იგონებს ანზორ ერქომაიშვილი.

კალანდა ტრადიციული გურული და მეგრული ახალი წელია. „კალანდა“ წარმოშობით რომაული სიტყვაა და ახალი წლის პირველ დღეს ნიშნავს. ის ძველი სტილით, 14 იანვარს აღინიშნება.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding