ლიონელ მესიმ, ბარსელონას ნაკრებში თავისი 644-ე გოლით, პელეს რეკორდი – ყველაზე მეტი გოლი ერთი საფეხბურთო კლუბისთვის, მოხსნა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბრაზილიელი ფეხბურთელის რეკორდი, რომელიც 19 სეზონში გატანილი 643 გოლისგან შედგებოდა, მესიმ ამ შაბათს, ვალენციასთან თამაშის დროს მოხსნა.
ფეხბურთელმა მომხდართან დაკავშირებით, თავის გულშემატკივრებს, მეგობრებსა და ოჯახის წევრებს „ინსტაგრამ“ პოსტით მიმართა – „როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ რაიმე რეკორდს, განსაკუთრებით ამას [პელეს რეკორდს] მოვხსნიდი. ჩემი გუნდის წევრებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ყოველდღე მხარს მიჭერს, მხოლოდ მადლობის გადახდა შემიძლია“.
უნდა აღინიშნოს, რომ მესიმ 749 მატჩში 644 გოლი მოაგროვა, მაშინ, როდესაც პელემ 643 გოლის გატანა უფრო სწრაფად, 655 თამაშში მოახერხა.
„ეს არის რეკორდი, რომელსაც ვერავინ იფიქრებდა, რომ ვინმე მოხსნიდა. ის აღარასდროს იქნება მოხსნილი“ – წერს ინგლისელი ფეხბურთელი – გარი ლინკერი „თვითერზე“.
იმ შემთხვევაში, თუ ვინმე მესის ამ რეკორდის მოხსნას გადაწყვეტს, 15 წლის განმავლობაში, ერთი გუნდისათვის თამაშისას, სეზონზე საშუალოდ, 43 გოლის გატანა მოუწევს.
კომენტარები