ბერლინის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციური განყოფილების ექიმი, თამარ ჟამურაშვილი, საქართველოს მოსახლეობას ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს და ამასთან, ჩვენს ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით წერს, რომ წინ რთული თვეებია და “ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია”.
“შობას გილოცავთ უკლებლივ ყველას, გფარავდეთ მისი მადლი!!!
ახალი წელი დაიწყო და ყველას ახლის იმედი გვაქვს, თუმცა წინ რთული თვეები გველოდება და ჯერ ისევ უნდა გვაფრთხილდეთ. ვიცი, არავის გვინდა ამის მოსმენა, მაგრამ ახლა მოდუნება ხარაკირის ტოლფასია. 17 საწოლიან ინტენსიურში 15 პაციენტი ECMO-ზე გვყავს და 70+ აღარ/ვეღარ გადაგვყავს ECMO-ზე. გერმანია შეზღუდვებს სავარაუდოდ კიდევ უფრო გაამკაცრებს.
ნუ დავაყანებთ ნურც საკუთარს და ნურც ახლობლების ჯანმრთელობას/სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ. ვერ წარმოიდგენთ რამდენად მტკივნეულია თითოეული სმს სიტყვებით: გემუდარებით მიშველეთ, გადამირჩინეთ…
გილოცავთ მშვიდი წელიწადის იმედით!!! 💖” – წერს ექიმი.
კომენტარები