• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Monday 25th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

“სამწუხაროდ, სიკვდილიანობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს” – ამირან გამყრელიძე

“სამწუხაროდ, სიკვდილიანობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს” – ამირან გამყრელიძე
49 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

“სამწუხაროდ, შესაძლოა, გვქონდეს სიკვდილიანობის გარკვეული ზრდა. ყველაფერი კეთდება, რომ მძიმე პაციენტები გადარჩნენ, მაგრამ რაც მეტი გვექნება შემთხვევათა რაოდენობა, უფრო მეტი იქნება დამძიმების ალბათობა, შესაბამისად, ფატალური შედეგიც უფრო მეტი დადგება,” – აღნიშნული განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

როგორც გამყრელიძემ მედიასთან საუბრისას დასძინა, დღემდე ვირუსი საერთო ინფიცირებულთა 86-მა პროცენტმა დაამარცხა. ამსათან, ჟურნალისტებთან საუბრისას გამყრელიძემ მაგალითად მოიყვანა დღევანდელი სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ბოლო 24 სათში განკურნებულთა რაოდენობა ინფიცირებულთა რიცხვს თითქმის ორჯერ აჭარბებს.

მისივე განმარტებით, ფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევებიც და, სამწუხაროდ, სიკვდილიანობა შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს..

„ჩვენი კოლეგები, ექიმები ყველაფერს აკეთებენ, რომ მაქსიმალურად დიდი გვქონდეს გადარჩენის მაჩვენებელი. ძალიან კრგია, რომ ჩვენ ახლა გამოჯანმრთელების დიდი მაჩვენებელი გვაქვს. თებერვლის შემდეგ ქვეყანაში სულ 208 638 შემთხვევაა დაფიქსირებული და გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 86 პროცენტია. ანუ, 180 441 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მაგალითად, დილისთვის ძალიან მაღალი იყო გამოჯანმრთელების მაჩვენებელი – 4 599. თითქმის ორჯერ გადააჭარბა გამოჯანმრთელებულებმა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობას, მაგრამ გვაქვს გარდაცვალების 39 შემთხვევა. დიახ, იმის გამო, რომ დიდია მძიმე პაციენტების რიცხვი, სამწუხაროდ, შესაძლოა, გვქონდეს სიკვდილიანობის გარკვეული ზრდა. ყველაფერი კეთდება, რომ მძიმე პაციენტები გადარჩნენ, მაგრამ რაც მეტი გვექნება შემთხვევათა რაოდენობა, უფრო მეტი იქნება დამძიმების ალბათობა, შესაბამისად, ფატალური შედეგიც უფრო მეტი დადგება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding