• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Friday 22nd January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დოჰაში გაემგზავრა, სადაც 2021 წლის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დოჰაში გაემგზავრა, სადაც 2021 წლის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
35 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაემგზავრა, სადაც 11-13 იანვარს 2021 წლის პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი – დოჰას მასტერსი ჩატარდება.

პრესტიჟულ შეჯიბრზე თითოულ წონით კატეგორიაში 36 საუკეთესო ძიუდოისტი იბრძოლებს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 13 ვაჟი და 2 ქალი იჭიდავებს.

ვაჟთა შორის მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ყველა +100 კგ.) იბრძოლებენ, ქალთა შორის კი – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

შეჯიბრების განრიგი კი ასე გამოიყურება:

11 იანვარი – კაცები (60, 66 კგ.), ქალები (48, 52, 57 კგ.);

12 იანვარი – ჯაცები (73, 81 კგ.), ქალები – (63, 70 კგ.),

13 იანვარი – კაცები (90, 100, +100 კგ.), ქალები – (78, +78 კგ.).

გასულ წელს მასტერსი კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა, 2019 წელს კი, ჩინეთში ცინდაოს მასტერსზე ქართულმა დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა: ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა (90 კგ.) ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) დაეუფლნენ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding