საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 843 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 697 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 3026 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 297.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
კომენტარები