შოთა არველაძე შესაძლოა „ტრაბზონის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. გამოცემა „თურქთაიმის“ ცნობით, კლუბის ხელმძღვანელები მოლაპარაკებას არველაძესთან და აბდულა ავჩისთან აწარმოებენ.
რამდენიმე დღის წინ, ლევან შენგელიას „ქონიასთან“ დამარცხების შემდეგ, თანამდებობიდან გაათავისუფლეს 41 წლის ჰუსეინ ჩიმშირი და მას შემდეგ „ტრაბზონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტურია.
შოთა არველაძე „ტრაბზონის“ ლეგენდაა – ფეხბურთელობისას ის ამ გუნდში სამი წლის განმავლობაში თამაშობდა და 123 შეხვედრაში 81 გოლი გაიტანა.
2017 წლიდან არველაძე ტაშკენტის „ფახთაქორში“ მუშაობს და გასულ სეზონში მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ყველა შიდა ტურნირი მოიგო.
კომენტარები