• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Thursday 21st January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

თბილისში BUS Lane-ზე მანქანით გადაადგილება ისევ აიკრძალა

თბილისში BUS Lane-ზე მანქანით გადაადგილება ისევ აიკრძალა
87 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

თბილისში წინასაახალწლო დღეებში დაშვებული გამონაკლისი მოიხსნა და BUS Lane-ზე მანქანით მოძრაობა ისევ აკრძალულია.

წესის დარღვევისთვის მოქალაქეები ისევ დაჯარიმდებიან. ჯარიმა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით” 100 ლარია.

გამონაკლასიის სახით, თბილისის მერიამ წინასაახალწლო დღეებში გზების გადატვირთვის მიზნით 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით BUS Lane-ზე ყველა ტიპის ტრანსპორტის გადაადგილება დაუშვა.

“გაცნობებთ, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალური ტრანსპორტის ფუნქციონირება დროებით შეჩერდა, კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელი 20%-ით არის გაზრდილი… აღნიშნული გადაწყვეტილება გარკვეულწილად, ტრანსპორტის მომატებულ ნაკადებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს”, – აღნიშნავდნენ მაშინ მერიაში.

თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 28 ნოემბრის შემდეგ გაჩერებულია. ამ დროიდან მოქალაქეებს გადაადგილება ტაქსით ან პირადი მანქანით უწევთ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 24 დეკემბრიდან უნდა ამუშავებულიყო, მაგრამ საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვა ძალაში დატოვა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების შემდეგ დედაქალაქის ქუჩებში საცობები გაჩნდა.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding