• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Tuesday 26th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

თენგიზ ცერცვაძე: უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მის შესრულებაზე კონტროლი, ეს არის გზა, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ

თენგიზ ცერცვაძე: უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და მის შესრულებაზე კონტროლი, ეს არის გზა, რომ მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ
82 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და კონტროლი მის შესრულებაზე. ეს არის გზა, რომ კოვიდინფექციის გავრცელების მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი.

„აშშ-სა და ევროპაში არის ვარაუდი, რომ თებერვლიდან მესამე ტალღა დაიწყება. ჩვენ გვინდა თებერვლამდე მეორე ტალღა მინიმუმამდე დავიყვანოთ. სტაბილიზაცია უკვე მოხერხდა. იყო 4-5 ათასი შემთხვევა და ახლა არის ათასიდან 2 ათასამდე შემთხვევა. საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით არის რბილი ლოქდაუნი. საქართველოში კერძო მანქანებით ქუჩები გადავსებულია, რასაც იქ ვერ ნახავთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მთელს ევროპასა და ამერიკაში მესამე ტალღაზე საუბრობენ, რადგან ყოველ დღე ახალი შემთხვევათა რეკორდი მყარდება.

„განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა აშშ-სა და ინგლისშია. იქ რაოდენობა კატასტროფულად იზრდება და ისეთი ლოქდაუნებია, რომ ჩვენ არც დაგვესიზმრება. ინგლისში ადამიანების საბუთის გარეშე ბინიდან გასვლის უფლება არა აქვთ. რომ ამბობთ, ჩვენთან სასწრაფო და კლინიკაში ადგილი არ იყოო, აშშ-სა და ინგლისში სასწრაფოები კილომეტრიან რიგებში დგანან და ავადმყოფებს რვა-რვა საათი სასწრაფოებში გატარება უწევთ, რადგან კლინიკაში ვერ ათავსებენ. აშშ-ში განკარგულება გასცეს, რომ ჟანგბადი მხოლოდ იმას მისცენ, ვისაც 90-ზე ნაკლები აქვს, მაშინ როცა ჩვენ 93-ზე ნაკლებზე ვაძლევთ“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding