პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხშირად უსიამოვნო ახალი ამბები ვრცელდება, დაიხურა ესა თუ ის ობიექტი, ამა თუ იმ სამსახურში თანამშრომელთა შემცირება ან ხელფასების კლებაა, გაკოტრდა ბიზნესი და უმუშევარი დარჩა ადამიანთა საკმაოდ დიდი ჯგუფი.
თუმცა ამავე დროს პანდემიამ ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა მსოფლიო და კრეატიულმა ადამიანებმა ალტერნატივას მაინც მიაგნეს და განახლებული ბიზნესი წამოიწყეს.
პანდემიის შვილობილია სერვისი „სანტა კლაუსი დისტანციურად”, რომელიც ესპანეთში მცხოვრებ ბავშვებს თავის მომსახურებას სთავაზობს.
ცნობილი უცხოური გამოცემა როიტერი დისტანციურ სანტა კლაუსზე სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ სოციალური ქსელის გამოყენებით, პაპა ნოელიმ ანუ ესპანელმა თოვლის ბაბუამ ახალი გზა იპოვათ იმისთვის, რომ თავისი საქმე აკეთოს.
„სანტა კლაუსმა ესპანეთში შობის „გადარჩენის” მისია თავის თავზე აიღო, გაგზავნა ვიდეო შეტყობინებები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო, მასთან შეხვედრას ამ ახალ წელს ვერ შეძლებენ.
ვიფიქრეთ, რომ სოციალური ქსელები, ზუმი, სკაიპი და სხვა ახალი ტექნოლოგიები გამოგვეყენებინა, რადგან წელს, პანდემიის გამო, სანტას არ შეუძლია ბავშვების თავიანთ სახლებში მონახულება”, – ამბობს ჰექტორ ფუენტესი, რომელიც კლასიკურ წითელ კოსტუმში, თეთრ წვერსა და ქუდშია გამოწყობილი, მას ესპანურად “Papa Noel” ანუ პაპა ნოელი ეწოდება.
ბავშვების გასართობად ფუენტესმა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესპანეთში, მადრიდის სამხრეთით, ლეგანესში ცხოვრობს, ძველი კონტეინერი სანტას სტუდიად გადააკეთა. ის სწორედ კონეინერ-სტუდიიდან გზავნის შეტყობინებებს, სადაც მას კიდევ ორი დამხმარე ჰყავს – მისი ვაჟი, ანდრესი, რომელიც კამერის მიღმა მუშაობს და მისი კოლეგა პილარ კარიონი, რომელიც ასრულებს ელფის ფუნქციას.
მშობლებს შეუძლიათ ფუენტესი სოციალურ ქსელში იპოვონ და გაუგზავნონ მას თავიანთი შვილების წერილები. შემდეგ, მან და ელფმა კარიონმა პერსონალურად უპასუხონ პატარებს.
„პანდემიის გამო, ჩვენი ყველა ღონისძიება გაუქმდა… ამიტომ, თავიდანვე უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის თავიდან გამოგონება”, – თქვა კერიონმა.
პარასკევს, სამი წლის აროო პენა გაოგნებული იჯდა თავის სახლში, როდესაც უყურებდა თოვლის ბაბუას, რომელიც მას ტელევიზორიდან ესაუბრებოდა.” – წერს გამოცემა.
კომენტარები