პატარა ჩინელი ბიჭის ბედმა მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიპყრო მთელს მსოფლიოში მას შემდეგ, რაც მისი ფოტო გამოქვეყნდა.
Pear Video–მ გამოაქვეყნა ვიდეო 8 წლის ჩინელ ბიჭზე, ვანგ ფუმანგზე, რომელიც სკოლაში ყინულით დაფარული თმით მივიდა და თანაკლასელებიც გულიანად გააცინა.
საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვი სკოლიდან 4,5 კილომეტრში ცხოვრობს. ვანგი სკოლაში ყოველ დილით მიდის, ამინდის მიუხედავად.
ბიჭის ოჯახი ძალიან ღარიბია, მამა სხვა ქალაქში მუშაობს, დედამ კი დიდი ხნის წინ მიატოვა. ვანგი და მისი უფროსი და ბებიასთან დარჩნენ.
სკოლის დირექტორის თქმით, ბიჭის სახლიდან სკოლაში მისასვლელად დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. იმ დღეს, როდესაც ის მივიდა ყინლით დაფარული თმით, გარეთ მინუს 9 გრადუსი იყო. ამავდროულად, კლასში არ იყო გათბობა და ბიჭი გათბობასაც ვერ მოახერხებდა.
როგორც ჩანს, თვითონ ვანგს არ აფერხებს ამინდი და არც თანაკლასელების სიცილის გამო ირცხვენს. „ის ძალიან ტკბილი ბიჭია. გრიმასაც კი გააკეთა, რომ ბავშვებს გაეცინათ“. – ამბობს მასწავლებელი.
ცხოვრების რთული პირობების მიუხედავად, ვანგი ყოველთვის კარგ ხასიათზეა და გამოირჩევა სწავლითაც. განსაკუთრებულად მათემატიკაში ავლენს უნარებს. ბოლო გამოცდაზე მან დავალებების 99%-ში უმაღლესი შეფასება მიიღო.
ბიჭის ამბავმა ხალხს გული აუჩუყა და ბევრმა გამოთქვა სურვილი, მის დასახმარებლად.
„იმედია, ცოტა ხანში ვანგის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება“, – ამბობს ბიჭულას მასწავლებელი.
კომენტარები