საქართველოს მოქალაქეებსა და თანმხლებ პირებს მკურნალობის მიზნით თურქეთში შემოსასვლელად აღარ ესაჭიროებათ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზის აღება, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, თურქეთმა კიდევ ერთხელ გადახედა მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებისთვის თურქეთში სამკურნალოდ წასასვლელად სამკურნალო ვიზის აღება იყო საჭირო. ახლა ეს გადაწყვეტილება უკვე შეცვლილია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოსთან გრძელდება უვიზო რეჟიმი და უკვე მოქმედი რეგულაციები:
-
პირველ რიგში, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა უნდა მიმართოს თურქეთის შესაბამის კლინიკას, სამედიცინო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით თანხმობის მიღების მიზნით;
-
პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის თურქულ კლინიკასთან ერთად უნდა გაიაროს რეგისტრაცია თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე: https://covid19st.ushas.com.tr/ და ატვირთოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
-
ნებართვის მიღების შემდეგ, პაციენტმა ან თანმხლებმა პირმა შესაბამის კლინიკასთან ერთად უნდა დაგეგმოს ტრანსპორტირების საკითხი.
-
ამასთან, პაციენტთან ერთად დაიშვება მხოლოდ 2 თანმხლები პირი.
კომენტარები