გარდაცვლილის, თამარ ბაჩალიაშვილისოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ცხედარი უკანა სავარძელზე იპოვეს.
„ამ 5 დღის განმავლობაში რატომ ვერ მოხერხდა მისი პოვნა, კითხვები მიჩნდება. უღრანი ტყე არ არის, რომ ვერ დაენახათ.
აღენიშნება თუ არა დაზიანება ცხედარს, ვერ გეტყვით, რადგან ავტომობილშია მოთავსებული და ახლა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ადგილზე ექსპერტები არიან. მანქანას გახსნიან და ცხედარს გადმოიყვანენ, შემდეგ ექსპერტიზაზე გადაიყვანენ და დადგინდება, რისგან გარდაიცვალა.
უკვე დავრეკე და ჩვენი მხრიდან დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაერთვება“, – აცხადებს ადვოკატი.
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ გამოძიების ნდობა არ მაქვს, საქმეში შესაბამისი, დამოუკიდებელი ექსპერტები ჩაერთვებიან“, – ამბობს რამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.
კომენტარები