ისეთი ცხოველების გარდა, რომლებიც გვიყვარს, ვუვლით და ოჯახის წევრებადაც კი მივიჩნევთ, არსებობენ ისეთებიც, რომელთა შესახებ ჯერ არ გვსმენია. მაგალითად, ვარსკვლავცხვირა თხუნელა, ან წითელტუჩა ზღვის ღამურა. ამ ცხოველების უცნაური და ხშირ შემთხვევაში უჩვეულო გარეგნობა გაგაკვირვებთ და დაგარწმუნებთ, რომ დედამიწა ჯერ კიდევ უამრავ საიდუმლოს მალავს.

იეტი კიბორჩხალა (Yeti crab)

კიბორჩხალა იეტი საინტერესო და უცნაური არსებაა. მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან წააგავს ჩვეულებრივ კიბოს, სხეული თოვლივით ქათქათა ბეწვით აქვს დაფარული. იეტი კიბორჩხალა წყნარი ოკეანის ფსკერზე ბინადრობს.

ფოტო: A. Fifis/Ifremer

ეკლიანი დრაკონი (The thorny dragon)

დასავლეთ ავსტრალიის უდაბნოებში ბინადრობს ხვლიკი, რომლის სხეულიც მსხვილი ეკლებით არის დაფარული. ეკლიან დრაკონს ზურგზე “ცრუ თავი” აქვს, რომელსაც მტაცებელი ცხოველების გასაცურებლად იყენებს. თავდასხმის დროს კი ნამდვილ თავს წინა თათებში მალავს.

ფოტო: thinglink

შიშველი მღრღნელი (Naked mole rat)

ყველას გვიოცნებია ახალგაზრდობის გახანგრძლივებაზე, შიშველი მღრღნელი კი ზუსტად ის არსებაა, რომელიც შესაძლოა კაცობრიობას სიბერის შეჩერებასა და დაძლევაში დაეხმაროს, მეცნიერების აზრით, შიშველი მღრღნელი არასდროს ბერდება.

წითელტუჩა ზღვის ღამურა (The red-lipped botfish)

ეს უცნაური არსება, წითელტუჩა ზღვის ღამურა პერუს ტერიტორიაზე კუნძულების მახლობლად ბინადრობს.

ფოტო: forumacvarist

იაპონური ობობა-კიბორჩხალა (Japanese spider crab)

იაპონური ობობა-კიბორჩხალა, იგივე გიგანტური კიბორჩხალა უხერხემლოთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი ზომა ხშირ შემთხვევაში 4 მეტრსაც კი აჭარბებს.

ფოტო: youtube

ლე აი აი (Aye-aye)

ლე აი აი ლემურების ერთ-ერთი გამორჩეული და უცნაური სახეობაა, რომელიც მადაგასკარზე ბინადრობს.

ფოტო: nationalgeographic

ბუშის გველგესლა (The bush viper)

ქვეწარმავლების ლამაზი შეფერილობა ხშირად მათ შხამიანობაზე მიანიშნებს. ეს საოცრად ლამაზი გველგესლაც ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი გველია.

ფოტო: reddit

ვარსკვლავცხვირა თხუნელა (Star nosed mole)

ვარსკვლავცხვირა თხუნელას გაუმართლა და ერთდროულად ორი ყოვლისშემძლე ქვეყნის მოქალაქეობა აქვს: ის კანადისა და აშშ-ს ტერიტორიაზე ბინადრობს. თუ ერთხელ მაინც მოჰკრავთ თვალს ამ მღრღნელს, სხვა ცხოველებში ნამდვილად აღარ შეგეშლებათ.

ფოტო: youtube