Adobe-მ Flash პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა შეწყვეტა, – ამის შესახებ BBC წერს.
Flash-ი, ბრაუზერის ე.წ. „დანამატი“, თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იყო შეუცვლელი პლატფორმა, თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, უფრო დახვეწილი მოდულების შექმნის შემდეგ, მასზე მოთხოვნა შემცირდა.
Adobe Flash-ი, ყოფილი Macromedia Flash-ი, მულტიმედიური პლატფორმა იყო, რომელიც გამოიყენებოდა რეკლამებისათვის, თამაშებისათვის და Flash-ანიმაციისათვის. Flash მანიპულირებას უკეთებდა ვექტორულ და რასტრულ გრაფიკას და უზრუნველყოფს აუდიოსა და ვიდეოს ორმხრივ დინებას. ის შეიცავდა სკრიფტინგის ენას, რომელსაც ActionScript ჰქვია. გამოიყენებოდა თითქმის ყველა მთავარ ბრაუზერში, ზოგიერთ ტელეფონსა და ელექტრონულ მოწყობილობაში.
კომენტარები