კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული ახალი რეგულაციების თანახმად, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაზე შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იმოქმედებს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე – 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე – 6 იანვრის ღამე“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.
ახალი რეგულაციები 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით იმოქმედებს.
კომენტარები