თბილისში, პეტრე იბერისქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადავარდნილი სამი წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ციციშვილის საავადმყოფოს ექიმის ნინო უმეკაშვილისგანცხადებით, ბავშვი მართვით სუნთქვაზე რჩება.
„ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, აქვს ქალაფუძის, სახის ძვლების მრავლობითი და ზემო კიდურის მოტეხილობა, უკიდურესად მძიმე და არასტაბილურად რჩება. დღეს დილით პაციენტთან ჩატარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა რჩება მძიმედ“, – განაცხადა ექიმმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან სამი წლის ბავშვი გუშინ გადავარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები