საქართველოში ბოლო წლებში მცირე და საშუალო ბიზნესი აქტიურად მიმართავს ბუღალტერიის “აუთსორსინგს” და მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება მიწოდებული სერვისის რაოდენობაცა და ხარისხიც. დღეს უკვე არსებობს ბუღალტრული და ფინანსური მომსახურების კომპანიები, რომლებიც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს აერთიანებენ, ქმნიან საინტერესო და კრეატიულ სერვისებს, ორიენტირებული არიან განვითარებაზე და საკმაოდ მისაღებ ფასად სთავაზობენ თავიანთ მომსახურებას მცირე და საშუალო ბიზნესს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია საქრთველოს ბაზარზე სულ ახლახანს გამოჩნდა „FAS” (Full Accounting Services). კომპანიის დამფუძნებლები არიან ადამიანები, რომლებმაც დიდი სამუშაო გამოცდილება მიიღეს სხვადასხვა სფეროში მუშაობით, 10 წელზე მეტი იმუშავეს მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე წარმოების, განათლების, გაყიდვების და არაკომერციულ სფეროებში. ამას თან ერთვის ქართულ და უცხოურ უნივერსიტეტებში მიღებული მაღალი ხარისხის განათლება. გამოცდილებამ და დაგროვილმა ცოდნამ საშუალება მისცა კომპანიას საკმაოდ კონკურენტუნარიანი და მაღალი ხარისხის მომსახურებით შემოსულიყო ბაზარზე. ამ გამოწვევებით სავსე , ყველასთვის რთულ პერიოდშიც კი FAS-მა მოახერხა და უმოკლეს დროში შეძლო თავის პორტფოლიოში გაეერთიანებინა 10ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების და ზომის კომპანია.რა არის ამ წარმატების მიზეზი? რა განაპირობებს მოთხოვნას მსგავს სერვისზე? სწორედ ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა წარმოადგენს ჩვენი სტატიის მიზანს.
უკანასკნელი 3 წლის კვლევების თანახმად მსოფლო ბაზარზე სულ უფრო მეტი ბიზნესი მიმართავს ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს. უფრო კარგად რომ დავინახოთ სურათი, მოდით, განვიხლოთ 2018 წლის კვლევა, რომელსაც გვთავაზობს ერთ-ერთი ლიდერი პლატფორმა ფინანსური პროცესების დიჯიტალიზაციის სფეროში Bill.com. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1700 კომპანია, გამოკვლეული კომპანიების 80 % აღნიშნავს რომ ბუღალტრული და ფინანსური სერვისების გატანამ აუთსორსზე საშუალება მისცათ იყვნენ უფრო ფოკუსირებული ბიზნესზე, გამოუთავისუფლდათ დრო, 68%ის აზრით მათი ბუღალტერია ბევრად მარტივად და ეფექტურად კეთდება,ხოლო გამოკითხულთა 53% ნაკლებად ღელავს საგადასახადო რისკებზე. მოდით, გამოვყოთ 5 ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ანიჭებენ კომპანიები უპირატესობას აუთსორს ფინანსურ და ბუღალტრულ მომსახურებას.
-ხარჯების შემცირება და ხარისხის გაუმჯობესება
დაუჯერებლად ჭღერს, მაგრამ აუთსორს კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა მიაწოდონ მაღალი ხარისხის მომსახურება ნაკლებ ფასად,რადგან იგივე კვალიფიკაციისა და ცოდნის კადრის აყვანა გაცილებით ძვირი დაუჯდება კომპანიას. მცირდება ადმინისტრაციული ხარჯებიც, დამატებით უპირატესობად ჩაითვლება ასევე, კარგი კადრის შერჩევისა და აყვანისთვის საჭირო დროისა და ხარჯების შემცირება.
-დროის დაზოგვა
თანამედროვე სამყაროში, როცა ცხოვრების და ბიზნესის ტემპი ასე მაღალია, დრო ყველაზე ძვირფას რესურსად ითვლება, სწორედ ამიტომ ყველა კომპანია ცდილობს ეფექტიანად გამოიყენოს დრო. აუთსორს ბუღალტრული მომსახურება გვაძლევს ამის შესაძლებლობას, მცირე კომპანიები ხშირად საკუთარ თავზე იღებენ ბუღალტერიის წარმოებას დეკლარაციების შევსებას და ა.შ., ეს ცხადია თანხის დაზოგვის მიზნით ხდება, თუმცა ამ დროის გამოყენება ბევრად უფრო ეფექტიანად შუძლიათ და საბოლოო ჯამში ეს სულაც არ ზოგავს თანხებს კომპანიისთვის.
-ფინანსური მდგომარეობის და სურათის უკეთესად დანახვის და შეფასების შესაძლებლობა
ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან ფინანსურ რეპორტებთან წვდომა. მოთხოვნისთანავე ყველა ფინანსური ანგარიშის მიღების შესაძლებლობა, ეს გვეხმარება კარგად აღვიქვათ ჩვენს ბიზნესში მიმდინარე პროცესები და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები.
-შემცირებული საგადასახადო რისკები და დაზღვეული მომსახურება
კომპანია რომელიც იღებს პასუხისმგებლობას თქვენი ბიზნესის ბუღალტერიასა და გადასახებზე, ასევე იღებს პასუხისმგებლობას რომ მათი მიზეზით თქვენს ბიზნესს არ შეექმნება საგადასახადო რისკები, ხშირად ასეთი კომპანიები აზღვევენ კიდეც მათი მიზეზით გამოწვეულ რისკებს, რაც დამატებითი სიმშვიდის გარანტიაა.
-ბუღალტერი, როგორც მრჩეველი
პროფესიონალი ბუღალტერი კარგად ხედავს კომპანიაში ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების, თნახების დაზოგვის და ეფექტიანობის გაზრდის შესაძლებლობებს. აუთსორს კომპანიისგან ყოველთვის შეგიძლია მიიღო რჩევა, მათ აქვთ ბევრ კომპანიასთან მუშაობის გამოცდილება და სხვა მსგავსი ბიზნესის მაგალითიც შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს გარკვეულ შემთვევებში.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, რატომ არის საინტერესო „აუთსორს“ მომსახურება სულ უფრო მეტი კომპანიისთვის. თუმცა ამ მიმართულებით განვითარების პოტენციალი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით საქართველოს ბაზარზე. პირველ რიგში მნიშვნელოვანია „აუთსორს“ კომპანიების სანდოობის და ცნობადობის გაზრდა, რაც ბაზარზე არსებულ კომპანიებს დაარწმუნებს ამ სერვისების ეფექტურობასა და მნიშვნელობაში მათი ბიზნესისთვის.
კომენტარები