ახალი წელი ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს
საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ, ბატალიონის კაპელანმა მამა იოანე გელაშვილმა და მმართველმა რგოლმა პირად შემადგენლობას ახალი წლის დადგომა მიულოცეს.
ბატალიონის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა.
„ჯარისკაცებს, რომლებიც თავიანთი ოჯახებიდან შორს არიან, ახალ წელს ვულოცავ და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ“, – განაცხადა ვლადიმერ ნათენაძემ.
კომენტარები