სანდრო ბოტიჩელის ნახატს „ახალგაზრდა მამაკაცი მედალიონით ხელში“ აუქციონზე გაყიდიან. აღორძინების ხანის ფლორენციელი ოსტატის ტილო ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან პორტრეტებს შორის, რომლებიც დღემდე შემორჩა.
ვაჭრობა ნიუ-იორკში, სოტბის აუქციონზე მომავალ კვირასაა დაგეგმილი. ვარაუდობენ, რომ მე-15-ტე საუკუნეში შექმნილი ნახატი ას მილიონ დოლარზე მეტად შეფასდება.
კომენტარები