• Adam’s Holding
  • Adam’s Media
  • Adam’s Travel
  • Adam’s Kitchen
  • Adam’s Shop
Saturday 16th January 2021
Media.Adamsholding.Ge
  • მთავარი
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • განათლება
  • მსოფლიო
  • რელიგია
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
  • პერსონა
  • ელ წიგნები
  • სხვა
    • SOS დაეხმარე!
    • Faceამბები
    • რეგიონები
    • საინტერესო
    • კულინარია
    • კვლევები
    • შოუ-ბიზნესი
    • მოდა
    • ჰოროსკოპი
    • ავტო სიახლეები
    • ქალი და მამაკაცი
    • სახალისო
    • რჩევები
    • ტესტები
    • სტატუსები

CNN: დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას განიხილავენ

CNN: დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას განიხილავენ
87 ნახვა
0shares
  • Facebook0
  • Twitter
  • LinkedIn

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საუბარია აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების მეოთხე ნაწილზე, რომლის მიხედვით, ვიცე-პრეზიდენტს და კაბინეტის უმრავლესობას, ან სხვა ორგანოს, რომელსაც ამის უფლებამოსილებას კონგრესი მიანიჭებს, შეუძლია საკანონმდებლო ორგანოს ორი პალატის ლიდერებს აცნობოს, რომ პრეზიდენტი ქმედუუნაროა და არ შეუძლია უფლებამოსილების შესრულება.

აღსანიშნავია, რომ შესწორების ეს ნაწილი პრაქტიკაში არასდროს ამოქმედებულა. დონალდ ტრამპს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 20 იანვარს ეწურება, როდესაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია შედგება.

6 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებების გამო, ვაშინგტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა. აშშ-ის კონგრესის შენობიდან მაიკ პენსისა და კონგრესმენების ევაკუაცია განხორციელდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნის ბრძანება გასცა. აშშ-ის კონგრესის უსაფრთხოების სერჟანტის განცხადებით, აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობა უკვე უსაფრთხოა. სამართალდამცველებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.

კომენტარები

← Previous Next →
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი
© 2018 Copyright Adamsholding.Ge.ყველა უფლება დაცულია.

Adam's Holding