ამბობენ, რომ ადამიანის ამქვეყნად მოვლინების დრო ზეცაში წყდება, რომ სული შემთხვევით არ ირჩევს დაბადების თარიღს. თურმე, ადამიანის დაბადების წლის ბოლო ციფრი განსაკუთრებული მნიშვნელობისა ყოფილა და მას ხუთი ძირითადი სტიქიიდან ერთ-ერთი მფარველობს. სწორედ ეს სტიქია განსაზღვრავს თქვენს ბედში მნიშვნელოვან მომენტებს.
რა თქმა უნდა, ბევრი ჩვენგანი მსგავს თემებს სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ დაგვეთანხმებით, რომ სამყაროს მამოძრავებელი ძალა – ინტერესი – ყველას გვიჩნდება, როდესაც ამგვარ თემატიკას ვაწყდებით. ჰოდა, მივყვეთ ჩვენს ინტერესს და ვნახოთ, რა სიახლის თქმა შეუძლია ჩვენი დაბადების წლის ბოლო ციფრს.
უძველესი ჩინური კალენდრის თანახმად, რომელზეც არის კიდეც დაფუძნებული აღმოსავლური ჰოროსკოპები, დედამიწაზე დროის ყველა მომენტში ხუთი ძირითადი სტიქიიდან ერთ-ერთი მბრძანებლობს: ხე, ცეცხლი, მიწა, ჰაერი ან წყალი.
Getty Images
ხუთი ელემენტის სანთლები
ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ ეს სტიქიები მძლავრ გავლენას ახდენენ არა მხოლოდ ბუნებაზე, არამედ ადამიანის ხასიათზეც; ანუ განსაზღვრავენ ადამიანი სულიერ ორგანიზაციას, ჩვევებსა და ვნება-მისწრაფებებს.
მაშ ასე:
დაბადების წლის ბოლო ციფრები 8 და 9 – სტიქია მიწა
Getty Images
მიწის სტიქიის ადამიანები საიმედოები და მოთმინებით აღსავსენი არიან. მიწის ძალა მათ ახლობლებისადმი უდიდესი პასუხისმგებლობით აჯილდოვებს. ამბიციურები არიან, თუმცა იმავდროულად, იდეალისტებიც. პრობლემებს ეტაპობრივად და ფხიზელი გონებით აგვარებენ. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. გარშემომყოფები ცდილობენ, მიბაძონ „მიწელებს“, ვინაიდან ეს მორალურ-ზნეობრივად დახვეწილი ღირებულებების მატარებელი ხალხია. მიწის ადამიანები აფასებენ ეთიკასა და დისციპლინას, აქვთ კონსერვატული ხასიათი და აქედან გამომდინარე, საკუთარ რესურსებს გონივრულად იყენებენ.
მიწის ხალხი კარგ ურთიერთობაშია ფულთან. ბევრ რამეს მათი პერსპექტივიდან გამომდინარე უყურებენ. ემოციურად თავშეკავებულები არიან და სჭირდებათ სიყვარული.
„მიწელებს“ არ ჰყოფნით ავანტურიზმი. მათ შორის გვხვდებიან სასტიკები და ჯიუტები. სურთ, რომ აკონტროლონ ყველაფერი და ხშირად მხოლოდ საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობენ. ყველაზე მეტად გაურკვევლობა აშინებთ. თანაც ისე ძლიერ, რომ შესაძლოა პანიკის შეტევა და დეპრესიაც კი დაეწყოთ.
დაბადების წლის ბოლო ციფრები 6 და 7 – სტიქია ცეცხლი
Getty Images
ცეცხლის ადამიანები თავგადასავლების მაძიებლები არიან და არასდროს ამბობენ უარს რაღაც ახლის კვლევა-შემეცნებაზე. არიან ძალიან აქტიურები, ენერგიულები და მიმზიდველები. მათგან შესანიშნავი ხელმძღვანელები გამოდიან. უყვართ კონკურენცია და გამარჯვება.
ცეცხლის ადამიანები, როგორც წესი, მომხიბვლელები არიან. არ უყვართ მარტოობა. უპირატესობას ახლობლების წრეში ტრიალსა და გამუდმებულ მოძრაობას ანიჭებენ. ისინი ძალიან არიან მიჯაჭვულები ახლო ადამიანებს და ყველანაირად ცდილობენ, შეინარჩუნონ ნებისმიერი სახის ოჯახური კავშირები.
ცეცხლის ადამიანებს აქვს მაღალი თვითშეფასება და არიან საოცრად თავდაჯერებულები, ჭკვიანები, მეგობრულები, ეფექტურები და შესანიშნავი ორატორები.
თუმცა აქვთ ნაკლიც: აგრესიულობა და გადაჭარბებული სწრაფვა მიზნისადმი, რისთვისაც ნებისმიერ მეთოდს შეუძლიათ მიმართონ. გარდა ამისა, არიან ზედმეტად ემოციურები და არ აქვთ მოთმინების უნარი. ახასიათებთ ეგოიზმი და ჭარბი ამბიციურობა. სხვების აზრს იშვიათად უწევენ ანგარიშს.
დაბადების წლის ბოლო ციფრები 4 და 5 – სტიქია ხე
Getty Images
ხის სტიქიის ადამიანები ძალიან გულუხვები არიან და ეთიკის საკითხში პრინციპულები. უყვართ სამყაროს კვლევა და ინფორმაციის ანალიზი. აქვთ დარწმუნების იშვიათი უნარი.
„ხის ადამიანები“ ძალიან არტისტულები და კრეატიულები ბრძანდებიან და ამას ყველაფერში ამჟღავნებენ. უყვართ შრომა და გამუდმებით ეძებენ რაღაც საქმეს, რათა დაკავებულები იყვნენ. მიაჩნიათ, რომ შრომა – ეს სწორედ ისაა, რაშიც ადამიანი უნდა იხარჯებოდეს. მათი ხასიათის საუკეთესო თვისება თავდაჯერებულობაა. ისინი ყოველთვის მადლიერები არიან იმისა, რაც აქვთ, არ ისწრაფვიან ზედმეტის მოხვეჭისკენ. არ ცდილობენ ახტნენ თავზე მაღლა, მიუხედავად იმისა, რომ მათი ინტერესების სფერო საკმაოდ ფართეა და მრავალფეროვანი. არიან ერთგული მეგობრები და არასდროს იქცევიან ეგოისტურად. იდეალური გუნდური თანამშრომლები ბრძანდებიან და ძალიან თანაუგრძნობენ სხვებს.
„ხის ადამიანების“ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს მათი გამფლანგველობა და ასევე ისიც, რომ შეუძლიათ იმაზე მეტი დაივალონ, ვიდრე შეუძლიათ გააკეთონ. სწორედ ამიტომ არცთუ იშვიათად იტვირთავენ თავს საქმით, რასაც არავისთვის მოაქვს სარგებელი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ხის ადამიანებმა“ უნდა ისწავლონ საზღვრების დაწესება და საკუთარი ძალების გათვლა. გარკვეულ პირობებში ისინი შესაძლოა ზედმეტად დამოკიდებულები გახდნენ სხვებზე და კიდეც დაიკარგნენ ხალხში. ეს შესაძლოა მათი პასიურობისა და შენელებული მოქმედებების ბრალიც იყოს.
დაბადების წლის ბოლო ციფრები 2 და 3 – სტიქია წყალი
Getty Images
წყლის ადამიანები გულისხმიერები არიან და ყველას თანაგრძნობა შეუძლიათ. არიან ძალიან მოქნილები, გონიერები და კრეატიულები. აქვთ საოცარი წარმოსახვა და არ ეშინიათ მისი გამოყენებისა.
წყლის ადამიანებს შორის ბევრი ფილოსოფოსი და მოაზროვნეა. არიან ძალიან დამოუკიდებლები და ხშირ შემთხვევაში რამდენიმე პროფესიას ფლობენ. აქვთ ურთიერთობის იდეალური უნარი და შეუძლიათ იყვნენ ძალიან დამაჯერებლები.
აღსანიშნავია მათი გამორჩეული უნარი დიპლომატიის სფეროში. კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და შეუძლიათ „დაიჭირონ“ ის, რაც ყველა სხვა დანარჩენს გამორჩება. ისინი კარგი ორგანიზატორები და ასევე კარგი შემსრულებლები არიან. კარგად ამჩნევენ სხვათა ნიჭსა და უნარებს და ეხმარებიან მათ განვითარებაში.
წყლის ადამიანები შესაძლოა იყვნენ გულჩათხრობილები და არავის გაუმხილონ საკუთარი გულისნადები. აღსანიშნავია, რომ მათ შორის არიან მანიპულატორებიც. ცდილობენ, ყველა საქმესა თუ პრობლემაში მარტივი და იოლი გამოსავალი მონახონ, ვინაიდან გარკვეული პასიურობა ახასიათებთ და თანაც არცთუ იშვიათად ჰყვებიან საკუთარ თუ სხვათა კაპრიზებს.
წყლის ადამიანებმა აუცილებლად უნდა ისწავლონ ფეხზე მყარად დგომა და საკუთარი გზით სიარული, ასევე, რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, ზედმეტად წყლიანი ადგილებისთვის თავის არიდება.
დაბადების წლის ბოლო ციფრები 0 და 1 – სტიქია ჰაერი, იგივე ლითონი
Getty Images
ლითონის ადამიანები გამოირჩევიან სიცოცხლისუნარიანობითა და დამოუკიდებლობით, რაც მათი ძლიერი ხასიათითაა განპირობებული. უყვართ საკუთარი თავი, თუმცა ზრუნავენ და პატივს სცემენ სხვებსაც. როგორც წესი, არიან საკმაოდ თავშეკავებულები, მაგრამ უმცირესი ზეწოლა და მაშინვე აქტიურად და შედრეკელად დაიწყებენ საკუთარი მოსაზრების დაცვას.
ლითონის ადამიანები ცდილობენ ყველაფრის მოწესრიგებას და ბალანსის, წონასწორობისა და სისუფთავის დაცვას ამ სიტყვის ყველა გაგებით. გამოირჩევიან საიმედოობითა და გადამჭრელი მოქმედებებით. ხანდახან უყვართ განზე გადგომა, რათა არ იქცნენ ბრბოს შემადგენელ ნაწილად. როდესაც გაიაზრებენ, რა სურთ და რას ეძებენ, ისეთ გადამჭრელად იწყებენ მოქმედებას, რომ ყველას შურს. წინაღობები და წარუმატებლობა ვერასდროს გადაახვევინებს „ლითონებს“ გზიდან – ყველა პრობლემას მარტივად, რაღაცნაირად მსუბუქად წყვეტენ. მათ არ ეშინიათ მარტოობისა. ერთადერთი, რაც სოციუმისგან უნდათ – ეს მათი მიღწევებისა და წარმატებების აღიარებაა.
ლითონის ადამიანების ნაკლად მიიჩნევა პერიოდული იმპულსურობა. ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, მაგრამ ისინი ისწრაფვიან სიმდიდრისა და ფუფუნებისკენ, ფულისა და ძალაუფლებისკენ. ხშირად არიან ჯიუტები და დაუსაბუთებლადაც შეუძლიათ მოიქცნენ. თუ ლითონის ადამიანი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობს, ის აუცილებლად იქნება ძალიან მომთხოვნი და ექნება პრეტენზია, რომ ხელქვეითები მის მაღალ სტანდარტებსა და მოლოდინებს მაქსიმალურად შეესაბამებოდნენ.
კომენტარები